დემოკრატიული რესპუბლიკის ენციკლოპედია-ლექსიკონის წარდგენა გაიმართება
5 ივნისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მართავს „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონის“ წარდგენას.
როგორც „კვირას“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, წარდგენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.
გამოცემაში წარმოდგენილია 940-მდე საენციკლოპედიო სტატია – საქართველოს დემოკრატიული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წევრების, დიპლომატიური წარმომადგენლების, სამხედრო პირების, საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი პოლიტიკოსების, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს წარმომადგენლების, რესპუბლიკის კანონების, რეფორმების, მოვლენების შესახებ.
ენციკლოპედია-ლექსიკონის შედგენაში მონაწილეობდნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები, ბიბლიოთეკისა და მუზეუმის თანამშრომლები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიუტიტის მკლევრები, უნივერსიტეტის გარეთ მომუშავე მკლევრები. გამოცემაზე მუშაობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.