მცხეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მცხეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის  18 აპრილის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დგას მცხეთის გარეუბან კოდმანში. ეკლესია დარბაზულია (5,78×4,14 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. გადახურულია კრამიტით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სარკმელია დატანილი. შესასვლელში ჩადგმულია რკინის კარები.
ეკლესია ახლად რესტავრირებულია: ფასადები ცემენტითაა შელესილი. ლავგარდანი ახლად არის გაკეთებული აგურით.
ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების ხანას განეკუთვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები