ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ფინალისტები გამოვლინდნენ
გამოვლინდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფიდენციალურმა ჟიურიმ 6 ნომინაციაში დაასახელა ფინალისტები.
გამარჯვებულს ფულადი ჯილდო 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცემა.
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წლიდან არსებობს.თავდაპირველად პრემია 5 ნომინაციას მოიცავდა. წელს, ნომინაციას „წლის საუკეთესო რომანი/ პროზაული კრებული“ გამოეყო „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ და იგი დამოუკიდებელ ნომინაციად იქცა. ასევე მხოლოდ პრემია „ლიტერას“ ნომინაციაშია საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინის ნომინაცია.
წლევანდელი ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო რომანი
1. ნაირა გელაშვილი – „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“, გამომცემლობა „კავკასიური სახლი“;
2. ლაშა ბუღაძე – „პატარა ქვეყანა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
3. ლაშა იმედაშვილი – „ზორო“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
4. დავით გაბუნია -„დაშლა“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;
5. გაგა ნახუცრიშვილი – „ზამთრის ზღვა“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
6. გურამ ბათიაშვილი – „ელიგულა და კავა“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
7. ნატო დავითაშვილი – „ მთვარის შვილობილები“, ქარჩხაძის გამომცემლობა.
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
1.თეონა დოლენჯაშვილი – „პერსონალური ქრისტე“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
2. ბექა ქურხული – „სკანდარა და სხვა მოთხრობები“ გამომცემლობა „ინტელექტი“;
3. მაკა ჯოხაძე -„ფიჭვები უდაბნოში“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
4. ნათია როსტიაშვილი – „სუნთქვის შემგროვებელი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
5. ლადო კილასონია – „სილვერი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
6. ვანო ჩხიკვაძე – „კუტი“, გამომცემლობა „გრიფონი“.
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
1.ზურაბ რთველიაშვილი – „პოეზიის დიქტატურა“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
2. ლელა სამნიაშვილი – „37“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
3. სოსო მეშველიანი – Arboles Altos , გამომცემლობა „ინტელექტი“;
4. ბელა ჩეკურიშვილი – „სიშიშვლის დეტექტორი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
5. ნანა გასვიანი – „რაც მზის წინ იყო“ , გამომცემლობა „ინტელექტი“;
6. პაატა შამუგია – „დედა ენა“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;
7. ალექსანდრე ლორთქიფანიძე – „მოწითალო და მოშავო“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
1.გელა ჩარკვიანი – „ნაგერალა 2“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
2.თამთა მელაშვილი – „თქმული და უთქმელი ისტორიები – გერმანელები საქართველოში , გამომცემლობა„ინტელექტი“;
3. ირაკლი კაკაბაძე – „სიყვარულის დოქტრინა“ , გამომცემლობა „ინტელექტი“;
4. ნინო ლეჟავა – „კალენდულა და ლურჯი ღილი“, სოვლაბი;
5. გიორგი კალანდია – „ სამი ქართული ამბავი“, გამომცემლობა „პალიტრაL“;
6. ირმა ტაველიძე – „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“, გამომცემლობა „დიოგენე“;
7. გიგი ხორნაული – „ჩემი საწუთრო-სამზეო“, გამომცემლობა „არტანუჯი“.
წლის საუკეთესო დებიუტი
1.ბაკურ გაბუნია – „Vita Brevis “, გამომცემლობა „ინტელექტი“;
2.ქეთევან მეფარიძე – „მეზობლად“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
3. გურამ მაცხონაშვილი – „გლდანი“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;
4. ელის დოჯსონი – „რაფლეზია“, გამომცემლობა „პალიტრა L“;
5. შორენა ხუხუა – „შემოვალ ეტლით“, გამომცემლობა „პალიტრა L“.
წლის საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინი
1.მაქსიმე მაჩაიძე, ია მახათაძე, ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები უშაქროდ“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
2.რუსლან ბერიძე, მაქს ფრიშის „Homo Faber”,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
3.ხატია ჩიტორელიძე, თამარ თანდაშვილის „მატერიკონი“, გამომცემლობა „სიესტა“;
4. ნინო ლეჟავა, თორნიკე ლორთქიფანიძე, „კალენდულა და ლურჯი ღილი“, გამომცემლობა „სოვლაბი“;
5. თეონა ჭანიშვილი, „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში“, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი.