„შტილერი“ მაია და ნათია ფანჯიკიძეების თვალით – ლიტერატურული საღამო გაიმართება
4 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, შვეიცარიის საელჩო ლიტერატურულ საღამო მართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამო გერმანული ენის თვის ფარგლებში ჩატარდება. მაია და ნათია ფანჯიკიძეები ისაუბრებენ ცნობილი შვეიცარიელი მწერლის მაქს ფრიშის ნაწარმოებზე „შტილერი”.
„შტილერი” კიდევ ერთი მარადიულ თემაზე დაწერილი რომანია, რომელიც “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა.
შეხვედრა ჩატარდება ქართულ ენაზე. დასწრება თავისუფალია.