ლუკა ბაქანიძის და ანდრო ბუაჩიძის წიგნების წარდგენა გაიმართება

2 ივნისს, 13:20 საათზე, „ექსპოჯორჯიაში“, 2017 წლის ლიტერატურული პრემია „საბას” წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნის გამარჯვებულების – ანდრო ბუაჩიძის „გაზაფხული მოდის ღამეში” და ლუკა ბაქანიძის „სად ხარ, ლაზარე…”  წიგნების წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარდგენა წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. „პალიტრა L“-ის მკითხველს პირველად მიეცემა საშუალება, ანდრო ბუაჩიძის „გაზაფხული მოდის ღამეში“ ბეჭდურ გამოცემას გაეცნოს.
ღონისძიებას მოდერატორობას გაუწევენ „პალიტრა L“-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური და ლიტერატორი ივანე ამირხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები