დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წარმატებებით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი ავრცელებს.
მისი განცხადებით, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ლიდერებს შორის მოლაპარაკებები პროდუქტიულად მიმდინარეობს, რამაც 12 ივნისის ისტორიული შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან რეალობად უნდა აქციოს.
„ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს და წინსვლას ამ მიმართულებით კვლავ გავაგრძელებთ“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა მედიასთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენს ინს შორის, ისტორიული შეხვედრის ჩატარება, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, კვლავ ძალაშია. მოლაპარაკებების პროცესში ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატების, ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის უმაღლესი პოლიტიკური რანგის პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები