რუსი ჟურნალისტი, რომლის მკვლელობის შესახებაც უკრაინული მედია წერდა, ცოცხალია

რუსი ჟურნალისტი, რომლის მკვლელობის შესახებ უკრაინული მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერდა, ცოცხალია.
როგორც ადგილობრივი მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერდა, ჟურნალისტის მკვლელობა რუსულმა სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს.
როგორც აღმოჩნდა, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა ინსცენირებული იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, რათა გამოევლინათ მკვლელობის რეალური დამკვეთი.
აღსანიშნავია, რომ არკადი ბაბჩენკო დღეს ბრიფინგზე თავად გამოცხადდა უკრაინის გენპროკურორთან, იური ლუცენკოსთან ერთად. მან ბოდიში მოუხადა ახლობლებს და აღნიშნა, რომ ეს საჭირო იყო ოპერატიული მიზნებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები