დედოფლისწყაროს ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკოლის ანსამბლი „ოქროს დელფინის“ გრან-პრის მფლობელი გახდა

დედოფლისწყაროს ჰამლეტ გონაშვილის სახელობის გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლის ანსამბლმა ბათუმში გამართულ კონკურსში „ოქროს დელფინი – 2018“ ფესტივალის უმაღლესი ჯილდო, გრან-პრი დაიმსახურა. ამის შსესახებ ანსამბლის ხელმძღვანელმა გელა გველუკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
„უსასწაულესი და უსასიამოვნესი ამბავი უნდა გაცნობოთ ჩემი ვაჟთა ანსამბლის გულშემატკივრებს:
ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ ჩემი ლომების ანსამბლი ბათუმის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში „ოქროს დელფინი-2018″ უმაღლესი ჯილდოს – გრან – პრის მფლობელი გახდა!
ვულოცავ ანსამბლის ყველა წევრს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკოლას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს, ყველა ჩვენს გულშემატკივარს, დედოფლისწყაროს ისტორიაში უბრწყინვალეს გამარჯვებას და მადლობას ვუძღვნი მათ თანადგომისათვის!
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჭეშმარიტ დედოფლისწყაროელს და ჭეშმარიტ ქართველს, ამჟამად შიდა ქართლში მოღვაწე ბიზნესმენს, ვაჟა ოზაშვილს, რომელმაც სრულიად უანგაროდ, მთლიანად თავის თავზე აიღო ძირითადი ანსამბლის დაფინანსება. რომ არა მისი კეთილშობილი ნება, ანსამბლი უმცირესი შემადგენლობითაც კი ვერ შეძლებდა ფესტივალში მონაწილეობას. იხარეთ ისე, როგორც ახლა მე ვხარობ“, – აღნიშნავს გელა გველუკაშვილი.
XVIII საერთშორისო ფესტივალ-კონკურსი „ოქროს დელფინი – ხელოვნება მსოფლიოს გარშემო“ ქალაქ ბათუმში ყოველწლიურად ტარდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები