ანსამბლ ,,ძირიანის’’  პირველი CD ალბომის წარდგენა-კონცერტი გაიმართება

 29 მაისს, 19:00 საათზე, „თიბისი არტ გალერეაში“, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფის – ,,ძირიანის’’  პირველი CD ალბომის პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  პროექტის ფარგლებში, პირველად გამოიცა ,,ძირიანის” მიერ გაცოცხლებული უძველესი და უცნობი რაჭული ფოლკლორის 19 ნიმუში.
ფოლკლორული ჯგუფი ,,ძირიანი” ერთადერთი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ტიპის ჯგუფია, რომელიც დაკომპლექტებულია მხოლოდ რაჭველი ახალგაზრდებით და ხალხური მუსიკის ნიმუშებს ისევე წარმოაჩენს, როგორც ბუნებრივ საარსებო გარემოში, ტრადიციულ სოფლურ ყოფაში გვხვდება: საფერხულო სიმღერას ფერხული ახლავს, საცეკვაოს – ცეკვა,  საკრავიერი ნიმუში საკრავით არის თანხლებული.
მუსიკალურ და სანახაობით მხარეებთან ერთად ძირიანის შესრულებაში დაცულია ვერბალურიც – რაჭული სამეტყველო დიალექტის თავისებურებანი.
თორნიკე სხიერელი ანსამბლის ხელმძღვანელი და მისი დამაარსებელია. წლების წინ მან ენთუზიაზმით დაიწყო რაჭის სოფლებში ფოლკლორული ექსპედიციები და არაერთ ფოლკლორულ ნიმუშს მოუყარა თავი, 2011 წელს მის მიერ დაარსებულმა ანსამბლმა ,,ძირიანმა” კი გააცოცხლა ქართული კულტურის ეს ნიმუშები და მსმენელამდე მიტანა შეძლო.
ფოლკლორული ექსპედიციები დღესაც აქტიურად გრძელდება. წლების განმავლობაში არაერთი ფოლკლორული ექსპედიციები დღესაც აქტიურად გრძელდება. წლების განმავლობაში არაერთი
უნიკალური ჩანაწერი შეიქმნა.
პროექტი – ,,უნიკალური რაჭული ფოლკლორის გადასარჩენად’’ დაფინანსებულია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ. პროექტი განხორციელდა, ასევე ,,საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრისა’’ და ,,ახმეტის ღვინის სახლის’’ მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები