ვახტანგ გორგასლის ძეგლის გაწმენდის სამუშაოები იწყება

“თბილსერვის ჯგუფი” ძველი თბილისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ძეგლის გაწმენდის სამუშაოებს იწყებს. სამუშაოები 30 მაისს დაიწყება და 3 ივნისამდე გაგრძელდება. ძეგლი  ისტორიული შენობების გასაწმენდი სპეციალური ხსნარით გაიწმინდება.

სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფი” და კომპანია MAISTANBUL-ი განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში ძეგლი ნაჭრით შეიფუთება, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.

კომპანია MAISTANBU-ის ხსნარით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი გაწმენდილა, მათ შორის არის  ლუვრის მუზეუმი პარიზში და პრეზიდენტის სასახლე თურქეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები