მამუკა ბახტაძე: ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვერ განხორციელდება განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმის გარეშე

საქართველოში ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმები ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად, მაგრამ განათლების სექტორის რეფორმა, იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს იმ ტრაექტორიით, რომელიც გსურს და ჩვენ გავხდეთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ხასიათის რეფორმები განათლების სისტემაში. ამ მიმართულებით ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა მსოფლიო ბანკის მიერ 2019-2022 წლებისათვის საქართველოსთან თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების მნიშვნელობაზე. „რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ისტორიაში პირველად, თბილისში იმყოფებოდა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია. ახალი ჩარჩო შეთანხმების გაფორმება საქართველოსთვის, ეს არის მართლაც უნიკალური ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება მივიღოთ მსოფლიო ბანკისგან. საგაზაფხულო სესიაზე, მსოფლიო ბანკში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაფინანსების მოცულობის გაზრდის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო დამატებით მიიღებს ფინანსურ რესურსს მნიშვნელოვანი რეფორმების დაფინანსებისთვის, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა სწორედ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე უკავშირდება,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები