მამუკა ბახტაძე: ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯები სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრების პროცესში
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საბანკო და საფინანსო სფეროში დაანონსებული რეფორმა აწესებს სამართლიან, ეკონომიკის დაკრედიტებაში გამჭვირვალე და ყველასათვის თანასწორი თამაშის წესებს.
„ჩვენ მიერ ინიცირებული რეფორმები შეამცირებს რისკებს ეკონომიკაში და გაზრდის მოსახლეობის განკარგვად, რეალურ შემოსავალს. მნიშვნელოვანია, რომ დაკრედიტების სტანდარტები ერთნაირი იქნება ყველა ინსტიტუტისთვის, რითაც გამოვრიცხავთ ე.წ. ასიმეტრიულ რეგულაციებს ამ სფეროში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.