„შსს-ს ექნება ჩართულობა, რომ ლომბარდების საქმიანობა გახდეს უფრო გამჭირვალე“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ჩართულობა, რომ ლომბარდების საქმიანობა გახდეს უფრო გამჭირვალე, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გონივრულ ვადაში შეიქმნება ერთიანი კომპიუტერული ქსელი, სადაც ყველა ლომბარდს ექნება ვალდებულება, ელექტრონულად აღრიცხოს მიღებული ნივთები.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ჩართულობა, რომ ლომბარდების საქმიანობა გახდეს უფრო გამჭირვალე. გონივრულ ვადაში შეიქმნება ერთიანი კომპიუტერული ქსელი, სადაც ყველა ლომბარდს ექნება ვალდებულება, ელექტრონულად აღრიცხოს მიღებული ნივთები, რომ ჩვენ გამოვრიცხოთ კრიმინალური სიტუაციების ალბათობა ლომბარდების საქმიანობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძემ საბანკო-საფინანსო სფეროში საკანონმდებლო ინიციატივების პრეზენტაცია დღეს გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები