მამუკა ბახტაძე: დაყადაღდება მხოლოდ არსებული გირავნობის საგანი და ყადაღა არ გავრცელდება სხვა ქონებაზე

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, რეფორმის მიხედვით სალომბარდო სესხის შემთხვევაში, მსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ დაგირავებული ნივთით. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ შეიცვლება არსებული პრაქტიკა, როდესაც გამსესხებელს შეეძლო უზრუნველყოფა გაევრცელებინა გამსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ იგი უფრო პროგნოზირებად და სამართლიან ურთიერთობებს წარმოშობს მხარეთა შორის,” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები