ესპანური კომპანია REPSOL-ი საქართველოში ნახშირწყალბადების პოტენციალს შეისწავლის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ესპანეთის ნავთობისა და გაზის ნავთობკომპანია REPSOL- ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა, ხოლო ესპანური კომპანიის მხრიდან, REPSOL გლობალური ახალი მიმართულებების დირექტორმა მიქელ ერქუიგამ (Mikel Erquiaga) მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, კომპანია REPSOL-ი მის ხელთ არსებული მასალების შესწავლისა და გადამუშავების შედეგად მოამზადებს და სახელმწიფოს გადასცემს მტკვრის აუზის ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასების ანგარიშს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი შემდგომი ათვისებისთვის. მემორანდუმის  ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები REPSOL-ის მონაცემთა ბაზაში გადამზადებას გაივლიან. ანგარიში სახელმწიფოს  საშუალებას მისცემს, მტკვრის აუზში ძიების პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვროს.

REPSOL 1987 წელს დაფუძნდა. დღეს  ის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის  მსხვილ კომპანიას წარმოადგენს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. კომპანიას ნავთობკომპანიებს შორის მსოფლიოში  მე-14-ე ადგილი უკავია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები