ეროვნული ბანკის ანგარიშს პარლამენტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში განიხილა.

კანონმდებლებს ანგარიში სხდომაზე პირადად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

სამასგვერდიან დოკუმენტში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ანგარიშში აისახა ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც 2017 წლის განმავლობაში ზეგავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის ამოცანების შესრულებაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშს მხარი დაუჭირა და მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები