დანიაში, საქართველოს საელჩოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

დანიაში, საქართველოს საელჩოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ და საგარეო საქმეთა და განვითარების თანამშრომლობის საკითხებში ლიბერალური პარტიის სპიკერმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მიქელ ოსტრუპ იენსენმა.
საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიან გზაზე, ქვეყნის განვითარების დინამიკასა და მიღწეულ პროგრესზე.
საზეიმო მიღებას დანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები