რომან კაკულია: მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სწრაფიეკონომიკური ზრდა

 ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სწრაფი ეკონოიკური ზრდა და მსოფლიოში ყველა ეკონომისტი თანხმდება იმაზე, რომ მისი მიღწევა მკაფიო ინდუსტრიული პოლიტიკის განსაზღვრის გარეშე შეუძლებელია,-ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების და ტურიზმის განვითარება თუ არ შეივსო ინდუსტრიული პოლიტიკით, რომელიც უკვე მნიშვნელოვან კონტრიბუციას გაუკეთებს მთლიანად ამ პროცესს და ეკონომიკურ ზრდას, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებთ სიღარიბის შემცირების მძლავრ ტენდენციას.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში, გასვლითი სხდომა გამართა. განხილვის მთავარ თემას საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის განხორციელების ძირითადი მიმართულებები და აღნიშნულ საკითხზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხედვის გაცნობა წარმოადგენდა. სხდომის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიესალმა, რომელმაც ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში, მის გავლენაზე ისაუბრა.

რომან კაკულიამ საკითხის აქტუალურობიდან დამისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომიტეტის წევრებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რაც კომიტეტის მხრიდან მოწონებული და მხარდაჭერილი იქნა.

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა განახლებას საჭიროებს. მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმით, ამ პროცესს კარგი საფუძველი ჩაეყარა, თუმცა ახალახალი გამოწვევები შემოდის, რომლებზეც ადექვატური რეაგირებაა საჭირო. საქართველოში თიზის განვითარების საკითხზე დეტალური მსჯელობის გაგრძელება მნიშვნელოვანი პროცესია და მიმაჩნია, რომ კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნით ამ თემის საფუძვლიანი შესწავლა მოხდება, – განაცხადა სხდომის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ

კომიტეტის გასვლით სხდომაზე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზ) განვითარების მიმართულებებზე, ვრცელი მოხსენება წარმოადგინა ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა. მისი ინფორმაციით, დღესათვის საქართველოში 5 თეზი ფუნქციონირებს, რომელთა მუშაობა წარმატებულად შეიძლება შეფასდეს.

თიზ-ის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრა თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა. მისი ინფორმაციით, ქართული კანონმდებლობის თანახმად, მოგების გადასახადის ნულოვანი რეჟიმი მოქმედებს მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით საქმიანი ურთიერთობები არ აკავშირებთ საქართველოსთან.

კომიტეტი ასევე გაეცნო საქართველოში მოქმედითავისუფალი ინდუსტრიული ზონებისხელმძღვანელთა მოსაზრებებს თიზებისგანვითარებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები