შსს კასპში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კასპში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის სამმართველოს თანამშრომლების უფლებამოსილების შესაძლო გადაცდომის ფაქტების ადგილზე შესწავლა დაიწყო.
ბოლო დღეებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც კასპის ადგილობრივი მოსახლეობა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე საუბრობდნენ.
გამოიკითხა კასპის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები და დაგინდა, რომ მათ ქმედებაში დისციპლინური გადაცდომის ფაქტები არ იკვეთება. ასევე გამოიკითხნენ აქციის მონაწილეები, რომლებმაც სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევის კონკრეტული ფაქტები ვერ დაასახელეს.

რაც შეეხება საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებს, მათ უარი განაცხადეს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი.

22 მაისს კასპში საზოგადოებრივი თავშეყრის ერთ-ერთ ადგილზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კასპის რაიონულ სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები