“ენგურჰესის” ავარიის სერიოზულობაზე, ალბათ, დღეს, დღის მეორე ნახევარში შევძლებთ რომ კონკრეტული პასუხები გავცეთ“

“ენგურჰესის“ ავარიის სერიოზულობაზე, ალბათ, დღეს დღის მეორე ნახევარში შევძლებთ რომ კონკრეტული პასუხები გავცეთ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განცხადა.

მისივე თქმით, გენერაციის გარკვეულ სექტორებში წყალი არის შევარდნილი, შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვა.

“ენგურჰესის“ ავარიის სერიოზულობაზე, ალბათ, დღეს დღის მეორე ნახევარში შევძლებთ რომ კონკრეტული პასუხები გავცეთ. გენერაციის გარკვეულ სექტორებში წყალი არის შევარდნილი, შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვა. მოგვიანებით გვეცოდინება ზარალის ოდენობა და რა პერიოდი დაგვჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენაზე. გუშინ სარეზერვო სისტემები გამოვიყენეთ. ასევე იმპორტი განხორციელდა, რომ სტაბილური ელექტრომამარაგება მოგვეხდინა”,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხს, ქუმსიშვილის განცხადებით, დღის მეორე ნახევარში ექნება პასუხი, ეს რუსეთიდან განხორციელდება თუ სხვა წყაროებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები