ლარი გაუფასურებას განაგრძობს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0243 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.4734 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.4491 ლარი ღირდა.
0.0277 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.8988 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8711 ლარი იყო.