იემენში დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა
იემენის ქალაქ მარიბში, ბომბის ჩამოგდების შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 22-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ცნობილია, რომ ქალაქი ჰუსიტების მმართველმა რეჟიმმა დაბობმა. ქალაქი მარიბი ამ დრომდე ჰუსიტების მიერ განდევნილი ლეგიტიმური გზით არჩეული პრეზიდენტის, აბდ-რაბუ მანსურ ჰადის ძალების მიერ კონტროლდება. მომხდარის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან.
დაბომბვა მარიბის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სადაც ღია ცის ქვეშ ბაზრობა იმართებოდა. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს.
ცნობისათვის, გაერო-ს მონაცემებით, იემენში მიმდინარე 7-წლიანი სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, უკვე 10 000 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო მოსახლეობის უმეტესობა შიმშილობის ზღვარზეა.