ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ესეების კონკურს „წიგნიერის” გამარჯვებულები “თი-ბი-სი” ბანკმა და “საბამ” დააჯილდოვეს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი”  წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა და ელექტრონული წიგნების სახლის  “საბას”  და “თი-ბი-სი” ბანკის მხარდაჭერით თბილისის ფარგლებს პირველად გასცდა. პროექტში  მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისიდან და ამბლორაურიდან.

დაჯილდოების ღონისძიებაზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად,  „წიგნიერის”  3 გამარჯვებული  ელექტრონული წიგნებითა და სხვა სიმბოლური საჩუქრებით „საბამ”  დააჯილდოვა. კონკურსანტების ნამუშევრები გამოაქვეყნდება saba.com.ge-ზე.

ღონსიძიებაზე „წიგნიერის” მონაწილეებს  “თი-ბი-სის” პროექტი ‘ქართულად’ წარუდგინეს,  რომელიც მიზნად ისახავს Microsoft-ის კომპიუტერული პროგრამებისთვის ქართული ენის სწავლებას.

„წიგნიერის” მიზანი  სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა. პროექტის ფარგლებში,  X და  XI კლასის მოსწავლეებმა შერჩეული სამი  ცნობილი ნაწარმოების მიხედვით  ესეები დაწერეს. წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები – კნუტ ჰამსუნის „შიმშილი”, ალბერ კამიუს „დაცემა”,  და გურამ რჩეულიშვილის „შპილკა” შეირჩა.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები