“მართლა არ გრცხვენიათ ევროვიზიის გამარჯვებულის მიმართ ამდენი დაცინვა და ზიზღი“ ?

     ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საშუალებით, ევროვიზიის გამარჯვებულის – კონჩიტა ვურსტის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.
გამსახურდიასთვის მიუღებელია საზოგადოების ნაწილის მიერ ევროვიზიის გამარჯვებულის განსახვავებული იმიჯის გამო გამოხატული ნეგატიური რეაქცია.
“არ ვუყურებ ევროვიზიულ პაპსას და არც ტელევიზორს. ასე იყო ახლაც. უბრალოდ, ნეტში ვნახე ეს კონჩიტაც და ინფორმაციაც და კომენტარებიც… არ შემიძლია, არ დავწერო… მართლა არ გრცხვენიათ? ამდენი დაცინვა და ზიზღი, კიდევ კარგი “წილხვედრში” არ ცხოვრობს უბედური, თორემ მეეზოვედაც ვინ გააჩერებდა! რა ქნას იმ ადამიანმა, რადგან განსხვავებული და ვიღაცის მოსაწონი არ არის, გარეთ არ გამოვიდეს? თავი მოიკლას?
პირადად ჩემი აზრით, ანომალია მის გენებში გაცილებით ნაკლები უბედურებაა მავანის გონების ანომალიაზედ! და კიდევ: ჩემი აზრით, ამ ადამიანის მცდელობა და მიზანდასახულობა უფრო ძვირფასია, ვიდრე ზოგი წვერულვაშიანი ვაჟკაცის საქციელი… როდესაც მეინსტრიმიდან ამოვარდნის შიშით ადამიანურ პრინციპებზე ამბობენ უარს“,- წერს ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის პირად გვერდზე.
შგახსენებთ, რომ ევროვიზია–2014–ის გამარჯვებული ავსტრიელი კონკურსანტი კონჩიტა ვურსტი გახდა. კონკურსანტმა 290 ქულა აიღო. აქედან – 10 ქულა საქართველოდან. მეორე ადგილზე ჰოლანდიური ჯგუფი “ქომონ ლაინითსი”გავიდა. მესამე ადგილი კი შვედმა მომღერალმა სან ნილსენმა დაიკავა.  “ევროვიზია 2015” გამარჯვებულ ქვეყანაში ჩატარდება.  უკვე ცნობილია, რომ მას ვენა უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები