თსუ-ში გამოფენა: „უნივერსიტეტის თეატრი – 100“ გაიხსნება

5 მაისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა: „უნივერსიტეტის თეატრი – 100“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი გაეცნობა თეატრის დაარსების ისტორიას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება დასის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, აფიშები, თეატრალური ესკიზები, ჟურნალ-გაზეთები, სიგელები, თეატრალური კოსტიუმები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები