მარნეული შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლებს

15 მაისს, მარნეულში  შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებები პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანია  საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
პროექტს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის ახორციელებს.
დაგეგმილია ღონისძიებები ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში (მარნეული – 15 მაისი, ახალციხე – 7 ივნისი, ნინოწმინდა – 5 ივლისი, გარდაბანი – 21 სექტემბერი).
მარნეულში 15 მაისს  სხვადასხვა სახის აქტივობები განხორციელდება, კერძოდ, დედაქალაქიდან ჩასული ცნობილი მეცნიერების (რუსთველოლოგების), მათ შორის მაკა ელბაქიძის, ივანე ამირხანაშვილის, ოქტაი ქაზუმოვის, მწერალთა კავშირის, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარეების და წარმომადგენლების – ბაღათერ არაბულის, მაყვალა გონაშვილის, ავთანდილ არაბულის, გიორგი გოგოლაშვილის შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, უფროსკლასელებთან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ სტუმრებთან.
გაიმართება სემინარი შოთა რუსთაველის ფენომენის მნიშვნელობაზე. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში დაცული, მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების, აგრეთვე, სამინისტროს ხელშეწყობით, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე გამოცემული ქართველი მწერლების ნაწარმოებების, მხატვარ ქეთევან მატაბელის, ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენები, გაიმართება „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით და საჯარო სკოლებში ღია გაკვეთილი თემაზე „რუსთაველი ლ. გუდიაშვილის შემოქმედებაში“.
პროექტის მუსიკალურ ნაწილს უზრუნველყოფენ: მომღერალი ნეკა სებისკვერაძე (კვარტეტი). აშუღი ნარგილე და მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „იბერია“.
ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკას გადაეცემა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

ღონისძიებების განრიგი:

1. 12:30 -14:00
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია: სემინარი თემაზე“ რუსთაველი და მსოფლიო ლიტერატურა“ (დედაქალაქიდან ჩასული რუსთველოლოგების მონაწილეობით – მაკა ელბაქიძე, ივანე ამირხანაშვილი, ოქტაი ქაზუმოვი).
2. 13:00-14:00
ღია გაქვეთილი მარნეულის მე-6 საჯარო სკოლაში თემაზე რუსთაველის ნაკვალევს ( სრულიად რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი, ამავე საზოგადოების განათლების კომიტეტის თავჯდომარე – აკადემიკოსი ავთანდილ არაბული და ენობრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გოგოლაშვილი)
3. 13:00-14:00
ღია გაქვეთილი მარნეულის მე-8 საჯარო სკოლაში – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ბაღათერ არაბული და თანათავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი.
4. 13:00-14:00
ღია გაკვეთილი მარნეულის მე- 2 საჯარო სკოლაში თემაზე „რუსთაველი ლ. გუდიაშვილის შემოქმედებაში“ წარმდგენი ხელოვნებათმცოდნე ნატალია სანაია
5. 14:10 – 14:55
მუნიციპალური ბიბლიოთეკის დათვალიერება
6. 15:00 – 15:30
მხატვარ ქეტევან მატაბელის გამოფენა მარნეულის კულტურის ცენტრის ფოიეში – „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები (ფოლიანტები); „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა გამოცემების, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე გამოცემული წიგნების, აზერბაიჯანული კულტურის ნიმუშების გამოფენა;
7. 15:30- 15:45
წიგნის,  „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში“ (ინგლისურად ნათარგმნი) წარდგინება.
8. 16:00 -16:15 – მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „იბერია“.
9. 16:15– 16:30 – აშუღი ნარგილე;
10. 16:30 – 16:45 – მარნეული მერის მოადგილის, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ბაღათერ არაბულის, თანათავმჯდომარის მაყვალა გონაშვილის, სრულიად რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტის დავით შემოქმედელის მისალმება.
11. 16:47 – 17:00 პოემის სხვადასხვა თავებიდან ამონარიდები და „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით.
12. 17:05 – 18:10 კონცერტი – ნეკა სებისკვერაძე და კვარტეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები