მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი გაიმართება

15-30 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ფესტივალის ფარგლებში გაიხსნება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენა,  მუზუმი უმასპინძლებს მსოფლიო შედევრებს იტალიიდან, ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნის პრეზენტაციები, მოეწყობა საჯარო ლექციები და სხვა.
ფესტივალი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.

ფესტივალის პროგრამა:
◆ 15 მაისიდან: გამოფენა „ტიციანი – ფერთა ოსტატი: მადონა ყრმით”- დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11.
◆ 16 მაისი, 16:00 და 17:00 საათი: გამოფენის „ანრი კარტიე ბრესონი – პარიზი“ ფარგლებში, პროექტის დირექტორი, მაგნუმის წარმომადგენელი საქართველოში ეკა ენუქიძე გაუძღვება ექსკურსიებს – ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8. (საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია – 2 92 32 27). მუზეუმის ფესტივალი: ექსკურსია – „ანრი კარტიე ბრესონი – პარიზი”.
◆ 16 მაისი, 19:00 საათი: წიგნის „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ პრეზენტაცია – დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11. მუზეუმის ფესტივალი: წიგნის პრეზენტაცია.
◆ 17 მაისი, 16:00 საათი: ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში – ვებგვერდის პრეზენტაცია და გამოფენა – საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.
◆ 18 მაისი, 10:00-17:30 საათი: „მუზეუმების საერთაშორისო დღე“ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყველა მუზეუმში დამთვალიერებელთათვის შესვლა თავისუფალია.
◆ 19 მაისი, 21:00-01:00 საათი: „ღამე მუზეუმში“ – ახალი გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, მუსიკალური ნომრები და საჯარო ლექციები
– 21:00 საათი, გამოფენა „MAGNUM PHOTO 70 – ქართული დღიური“ (რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017). სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ა. იოსელიანის ქ. 7, მესტია.
– 20:00 საათი, ქეთი კაპანაძის ნამუშევრების გამოფენა „8 წუთი“ . გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8.
– 21:00 საათი: დისკუსია-საუბარი თემაზე: „რა არის ჩემთვის თანამედროვე მუზეუმი“ ქეთი კაპანაძის გამოფენის ფარგლებში. სპიკერები: საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი ქეთი ტრაპაიძე და თბილისის ისტორიის მუზეუმის ლაბორანტი ციკო ჯანყარაშვილი.
– 21:00 საათი, ნინო ხუნდაძის საჯარო ლექცია და შეხვედრა ზურაბ ნიჟარაძესთან გამოფენის ფარგლებში – დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა. შ. რუსთაველის გამზ. 11.

◆ 22 მაისი, 19:00 საათი: გამოფენა „სიცოცხლე შენ გარშემო“ – National Geographic საქართველო – სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზო, შ. რუსთაველის გამზ. 3.

◆ 25 მაისიდან: რენესანსის დიდი ოსტატები – გრაფიკული ნამუშევრები ტურინის სამეფო ბიბლიოთეკიდან – დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11.

◆ 26 მაისიდან: – გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100“- ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.

◆ 29 მაისი, 19:30 საათი: მუზეუმის ფორუმი: ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა – ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზო, შ. რუსთაველის გამზ. 3.

◆ 30 მაისი: გამოფენა „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ – ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები