მარჯანიშვილის თეატრში „თარგმანების“ პრემიერა გაიმართება
23 მაისს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში პრემიერაა – თანამედროვე ირლანდიური თეატრის კლასიკოსის, ბრაიან ფრილის ნაწარმოების მიხედვით „თარგმანები” დაიდგმება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია – თემურ ჩხეიძე; დამდგმელი მხატვარი – ლიზა ჭიჭინაძე; რეჟისორის თანაშემწე – ნინო ჟორჟოლიანი.
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
მანუსი – ბექა ხაჩიძე
სარა – ნატალია გაბისონია, ანამარია გურგენიშვილი
ჯიმი ჯეკი – ალექსანდრე მახარობლიშვილი
მეირე – ანასტასია ჭანტურია
დოულთი – ლევან სარალიძე
ბრიჯიტი – სოფიო ზერაგია, ლიკა მაისურაძე
ჰიუ – დავით ხურცილავა
ოუენი – გიორგი რაზმაძე
კაპიტანი ლენსი – ვარლამ კორშია
ლეინტენანტი იოლანდი – ივა ქიმერიძე
ბრაიან ფრილის „თარგმანები“ 1980 წელს დაიწერა და ცნობილი პიესაა მსოფლიოში. პიესის დავით გაბუნიასეულმა თარგმანმა „თუმანიშვილის ოქროს ვაშლი“ მიიღო.
პიესა პირველად დუბლინში ახალდაარსებულ თეატრში ითამაშეს. ბრაიან ფრილს „ირლანდიელ ჩეხოვს“ ეძახდნენ. ირლანდიურ ლიტერატურაში, „თარგმანები“ თანამედროვე კლასიკურ ნაწარმოებად ითვლება.