სეტყვამ ყვარლის სოფლების მოსახლეობა დააზარალა

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში სეტყვამ ორი სოფელი, გავაზი და კუჭატანი დააზარალა.
ადგილობრივების განცხადებით, დაზიანებულია ერთწლიანი ნარგავები.
მათივე ინფორმაციით, სეტყვა, დაახლოებით, 15 წუთი გაგრძელდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გივი ზაუტაშვილის განცხადებით, ზარალის ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. ასევე არ აქვს ინფორმაცია, დაისეტყვა თუ არა ვენახები.
სეტყვა იყო საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები