„ქოლგა თბილისი ფოტო“: ანნა ყაჭეიშვილის ფოტოგამოფენა გაიხსნება

10 მაისს, 19:00 საათზე, Artarea Gallery-ში, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ეგიდით, ანნა ყაჭეიშვილის გამოფენა გაიხსნება.
ანნა ყაჭეიშვილი: „მომეცით ვიზა და მე გადავიღებ. ჩემი ამერიკული ოცნება ბიძაჩემმა ყურებით რომ ამწია, იქიდან იწყება. ეს ოცნება ყოველ წელს ფერს და ფორმას იცვლიდა, მასშტაბური ხდებოდა. ჩემი მეგობრების უმეტესობა იქ ცხოვრობს, ბევრნაირ ამერიკაში ვიმოგზაურე მათთან ერთად ფიქრებით. ამერიკა მრავალმხრივი და უსასრულო. წასვლა ორჯერ ვცადე, მაგრამ ორჯერვე უარით გამომისტუმრეს საელჩოდან. რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ნუ დარდობ, აუცილებლად ჩამოხვალო, ხვალ კი თაიმ სქვერში გავალ და დამინახავ ქუჩის კამერითო .ეს კამერები მაშინ დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის. ისე მომეწონა ყოველ საღამოს და თავისუფალ დროს ვრთავდი კომპიუტერს. ამ კამერების წყალობით ვუყურებდი ამერიკულ ცხოვრებას, ქუჩებს, ქალაქებს, ვაკვირდებოდი ხალხს, ვეძებდი ნაცნობებს . ამერიკა რითმია იქ ბევრი ენერგიაა და მუსიკაა ჰაერში , ალბთ ეს თავისუფლების განედია სწორედ კავშირი.ან იქნებ ვცდები კიდეც? არავინ იცის! ჩემი ოცნება არ ახდა, მაგრამ მე გადავიღე ამერიკა მე გადავიღე ამერიკა ჩემი სახლიდან… მომეცით ვიზა და მე გადავიღებ“…
ანნა ყაჭეიშვილი დაიბადა 1979 წელს. 2001 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობი დრამისა და კინოს უნივერსიტეტი. პროფესიით მსახიობი. 2001-2010 წლებში მუშაობდა თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში. ასევე მოძრაობისა და სამეფო უბნის თეატრში. 2015 წელს საქართველოს საზოგადორებრივ საქმეთა ინსტიტუტში დაეუფლა ფოტოგრაფიას. ნაკანი-მამასახლისის სასერტიფიკატო კურსი დაამთავრა წარმატებით. 2016 წელს „თი-ბი-სი გალერეაში“ ჰქონდა ჯგუფური გამოფენა სახელწოდებით”ანბანთქება”.
2016 წელს „ქოლგა თბილისი ფოტოფესტივალის“ ფარგლებში გალერეა „ბლექ ენდ ვაითში“ ჰქონდა ჯგუფური გამოფენა ” სამყარო ოცნებებს მიღმა”. აქ წარმოდგენილი იყო მისი რამდენიმე ნამუშევარი. 2017 წელს იყო „ქოლგა თბილისი ფოტოფესტივალის“ ფინალისტი, ორ კატეგორიაში, კონცეპტუალური ფოტოსერია და ერთი კადრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები