„ევროვიზია 2018“-ის ნახევარფინალში დღეს „ირიაო“ იმღერებს

„ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალში დღეს, ევროპის დროით 21:00 საათზე, საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ იმღერებს.
ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.
„ევროვიზიის“ წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია, ამიტომ არჩევანი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე უნდა შეაჩერონ. მაყურებელთან ერთად, არჩევანს გააკეთებს კომპეტენტური ჟიურიც.
საქართველოს მოსახლეობას ხმის მიცემა ფინალურ კონცერტზეც შეეძლება.
1.tv.ge-ს ინფორმაციით, რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის წესს, თუ ადამიანი ცხოვრობს საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ავსტრალიაში, პოლონეთში, მალტაში, უნგრეთში, ლატვიაში, შვედეთში, მონტენეგროში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, რუმინეთში, სერბეთში, სან-მარინოში, დანიაში, რუსეთში, მოლდავეთსა და უკრაინაში, მან უნდა გადართოს იმ ქვეყნის „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, სადაც იმყოფება. ამის შემდეგ, საქართველოსთვის ხმის მისაცემად უნდა დარეკოს ან გაგზავნოს 10 ეკრანზე მითითებულ ნომერზე.
ალტის არენას“ სცენაზე მეორე ნახევარფინალში 18 კონკურსანტი მონაწილეობს. მაყურებელი და ჟიური მათ შორის საუკეთესო ათეულს შეარჩევს, რომელიც ფინალში 12 მაისს იმღერებს.
ფინალში ხმის მიცემა შეუძლია 43-ვე ქვეყანას, რომელიც „ევროვიზია 2018“-ში მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები