კონსერვატორიაში ჩასაბერი საკრავების კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება
10 მაისს, 18:00 საათზე, კონსერვატორიის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების კამერული კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ კონსერვატორიიდან აცნობეს, მონაწილეობენ: გიორგი მაღრაძე, სალომე ჩიკვაიძე, დავით მაჭარაშვილი, ნოდარ ბიწაძე, ცირა მოსიაშვილი, ნიკა ერაძე, შოთა ბათიაშვილი, ელენე ბარათაშვილი, ცოტნე დარჯანია, გიორგი ოიკაშვილი, დავით ბარჯაძე, ილია შერმადინი, კახი ჩარგეიშვილი, ნინო ოჩიგავა, ირაკლი ევსტაფიშვილი.
კონცერტმაისტერები: ელენე გირმისაშვილი, ნინო ბოჟაძე.