თედო სახოკიას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართება

10 მაისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტში თედო სახოკიას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მომხსენებელები იქნებიან:
რ. თოფჩიშვილი, „თედო სახოკიას ცხოვრება და მოღვაწეობა“;
ნ. მინდაძე, „თედო სახოკია ქართული ხალხური მედიცინის შესახებ“
ს. ბახია-ოქრუაშვილი, „თედო სახოკია და აფხაზთა ეთნოლოგია“
რ. გუჯეჯიანი, „თედო სახოკიას „ციმბირული მოგონებანი“, როგორც ეთნოგრაფიული წყარო“.
მისამართი:ი. ჭავჭავაძის პრ. N1 თსუ 1 კორპ. აუდ.212.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები