სასკოლო-პრაქტიკული კონფერენცია – „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ გაიმართება

10 – 11 მაისს, 12 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება სასკოლო-პრაქტიკული კონფერენცია „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“.
როგორც „კვირას“ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრიდან აცნობეს, კონფერენცია 2009 წლიდან ტარდება, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. მასში მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეები საქართველოს ყველა რაიონიდან.
კონფერენცია ტარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – ნამუშევარი თემების გაგზავნა;
II ეტაპი – წერითი დღე, რომელზეც გადავიდნენ ის მოსწავლეები, რომელთა თემა დამაკმაყოფილებლად შეფასდა;
III ეტაპი – კონფერენცია, რომელზეც საკუთარი თემის პრეზენტაციით წარდგებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც I და II ეტაპზე შესრულებული ნამუშევრების შედარებით მაღალი შეფასება მიიღეს.
2017-2018 სასწავლო წლის პერიოდში პროექტში მონაწილეობდა 200-მდე მოსწავლე. II ეტაპზე გადავიდა – 172; III ეტაპზე კი – 110 მოსწავლე.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები