საგარეჯოში 9 მაისი აღნიშნეს

დღეს, 9 მაისს, საგარეჯოში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე აღნიშნეს.
ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის ვეტერანები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორი და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები დილიდანვე შეიკრიბნენ. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. მათ ყვავილებით შეამკეს საგარეჯოში მემორიალური დაფა და სოფელ პატარძეულში ,,გმირთა სავანე“.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სოფ. პატარძეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მემორიალთან პატრიოტულ თემაზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
სპეციალურად ამ დღისთვის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა ანსამბლმა „ბერიკაცებმა“ (ხელმძღვანელი ნიკოლოზ გიგოშვილი).
ღონისძიების ბოლოს სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და ბოლოს ვეტერანებს საზეიმო სადილით გაუმასპინძლდნენ.
ამ დროისთვის, საგარეჯოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე სულ 4 ვეტერანი ცხოვრობს. მათ გადაეცემათ პრემიერ-მინისტრის მისალოცი ბარათი და ფულადი დახმარება 600 ლარი. ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულად საჩუქარს 200 ლარს მიიღებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები