„არემჯიმ“ სოფელ ჯვარას ცენტრალურ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარა

კომპანია “არემჯის’’ წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ჯვარას რეაბილიტირებული გზა მოინახულეს. „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათგან სოფელში არსებული პრობლემები მოისმინა.

სოფლის ცენტრალურ გზაზე, რომელიც წლებია ამორტიზირებული იყო, მოხდა საფარის მოსწორება, ინერტული მასალების დაყრა, გრეიდერით გასწორება და დატკეპნა. ამას გარდა, კომპანიის ინიციატივით გასწორდა და გასუფთავდა სოფელ ჯვარადან ფიტარეთის მონასტრისკენ მიმავალი 12 კილომეტრიანი გზა.
“კომპანია “არემჯის” მეშვეობით მოხდა სოფელ ჯვარას კილომეტრნახევრიანი გზის რეაბილიტაცია, ასევე შესრულდა 12 კილომეტრიანი გზის გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ჯვარადან ფიტარეთის მიმართულებით. ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 52 ათასი ლარი, საიდანაც 90 პროცენტზე მეტი დაფინანსება გაიღო ჩვენმა კომპანიამ. ასევე, კომპანიის მენეჯმენტს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სოფელ ჯვარას მოსახლეობასთან. ჩვენ გავეცანით და გავიზიარეთ მათი პრობლემები და ხედვები. შევთანხმდით, რომ ასეთი პოზიტიური შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.“ – განაცხადა „არემჯის“ კორპორატიულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები