თბილისში, ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა (ფოტო)

თბილისში, წერეთლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო, რის შემდეგაც 112-ში დარეკა.
“კედიას ქუჩაზე ვცხოვრობთ. ძალიან ძლიერი აფეთქების ხმა შემომესმა, დავინახე რომ ჩემი ქუჩიდან ოდნავ მოშორებით რაღაცას ცეცხლი ეკიდა”,- აღნიშნა “კვირასთან” საუბარში თვითმხილველმა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. ადგილზე გასული მაშველები ცეცხლის ლიკვიდაციას ამ წუთებში ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები