საფრანგეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ტურისტი ინგოროყვას ქუჩაზე დაჭრეს

საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც გუშინ ინგოროყვას ქუჩაზე დაჭრეს, ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე მუმლაძემ განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

„მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობებით შემოვიდა პაციენტი 02:14 საათზე, შემავალი გულ-მკერდისა და მუცლის ღრუში. წაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში… სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და შოკის გამო, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ამჟამად მოხსნილია აპარატიდან, დინამიკა დადებითი აქვს“, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

თავდასხმა საფრანგეთის მოქალაქეზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. უცხოელი ტურისტი მუცლის არეში დანით დაჭრეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და სამართალდამცავებმა უცხოეთის მოქალაქის თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები