ჭიათურასა და ზესტაფონში  სასკოლო ოლიმპიადა „ეკოლოგიკის“ პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 ჭიათურასა და ზესტაფონში ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა  „ეკოლოგიკის“ პირველი ეტაპი დასრულდა.
პროექტი „ეკოლოგიკა“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზისა“ და მისი მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ორგანიზებით ტარდება, ინტელექტუალურ-გასართობი და ეკოლოგიური შინაარსისაა და  ორივე რეგიონის 54 სკოლას აერთიანებს.
პროექტი ხორციელდება ზესტაფონისა და ჭიათურის სასწავლო დაწესებულებების  8-11 კლასის მოსწავლეებისთვის და ორი თვის პერიოდს მოიცავს.
პირველ ეტაპი უკვე დასრულდა. სკოლები ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშში შეეჯიბრნენ. მოწაფეებმა საბუნებისმეტყველო საგნების შესახებ კითხვებს  უპასუხეს. პროექტი კი 15 ივნისამდე გაგრძელდება.

რუსუდან აბაშიძე,  ჟიურის წევრი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის  პრესსამსახურის წარმომადგენელი:
„პირველი ეტაპის შემდეგ 5 გამარჯვებული სკოლა გვყავს.  ზესტაფონიდან 25 სკოლა მონაწილეობდა. ვერ გეტყვით, საბოლოოდ რომელს აქვს გამარჯვების დიდი პერსპექტივა, მაგრამ ფაქტია, რომ სკოლებიდან ყველამ აჩვენა მაღალი აკადემიური დონე,
გამარჯვებული სკოლებია: კერძო სკოლა „ანაბასისი“, სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლა, ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლა, ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლა და ზესტაფონის მე-2 საჯარო სკოლა.
ბავშვებმა მაღალი აკადემიური დონე აჩვენეს, სკოლების მაღალი აქტივობა იყო. ოლიმპიადამ  დიდი ინტერესი გამოიწვია ქალაქში. პედაგოგებიც ძალიან აქტიურად ესწრებოდნენ, იმის მიუხედავად, მონაწილეობდნენ თუ არა მათი სკოლები შეჯიბრში.
პირველი ეტაპი დამთავრდა, ჩვენ კიდევ ორი ეტაპი  გვაქვს წინ. იმედია, ბავშვები ბოლო ორ ეტაპს ბავშვები თავს კარგად გაართმევენ.

ნინო დარბაიძე, ოლიმპიადის წამყვანი, „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელი:
„პროექტის პირველი ეტაპი საკმაოდ წარმატებითაც ჩატარდა ჭიათურაშიც, ჭიათურის მასშტაბით 29 სკოლა მონაწილეობდა ოლიმპიადაში. კონკურენცია  საკმაოდ  დიდი იყო.
პირველი ეტაპის გამარჯვებულები არიან:  შუქრუთის 1 საჯარო სკოლა, ზოდის საჯარო სკოლა, ტყემლოვანის საჯარო სკოლა, წირქვალის საჯარო სკოლა, კაცხის საჯარო სკოლა.
ბავშვები ძალიან კმაყოფილნი იყვნენ. ველოდებით მეორე ეტაპს“.

მეორე ეტაპი სათავგადასავლო ტურნირს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, კონკრეტული ეკოლოგიური პროექტის თემის ამსახველი სლოგანის მოსაპოვებლად, სახალისო შეჯიბრი გაიმართება; ხოლო, მესამე ეტაპი სწრაფ, ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს – მოსწავლეებმა მხატვრულ ნაწარმოებებში სწრაფად უნდა აღმოაჩინონ შეცდომები და დაასახელონ ისინი.
„პროექტში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სპეციალური გასაღები, რომლის საშუალებითაც ის სკივრში ჩადებულ სლოგანს მოიპოვებს. ეს სლოგანები რეგიონებისთვის განკუთვნილ ეკოლოგიური პროექტების დავალებებს აერთიანებს (მოცემულია სახელწოდებების სახით).
ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა მიეცემათ, ეკოლოგიურ თემებზე კონკრეტული პროექტები საკუთარი ხედვით წარმოადგინონ, რასაც, პროექტის სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზი“ რეგიონებში გამარჯვებული მოსწავლეების ჩართულობით განახორციელებს.
პროექტი შემეცნებითი, მასშტაბური და ინტერაქტიულია და ის მოსწავლეების განვითარებასა და მათთვის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. ამის გარდა, ეს არის სოციალურად უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას ორი რაიონის ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში“, -აღნიშნავენ ორგანიზატორები.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ გამარჯვებული მონაწილეებისთვის ფასიან საჩუქრებს დააწესებს.
პროექტი „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის თანასპონსორია „მანგანუმ ლოჯისტიკი“. მხარდამჭერები არიან: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები