რევაზ სოხაძის ინიციატივით აქცია „გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ერთობლივი ინიციატივით ვარკეთილში გამწვანების აქცია „გაამწვანე ვარკეთილი“ კვლავაც გრძელდება.

ამჯერად, ვარკეთილი 3, მე-3ა მ/რ-ში, 346-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კვიპაროსის და ფიჭვის ნერგები დაირგო.

აქციის “გაამწვანე ვარკეთილის” მიზანია, ვარკეთილი 3-ის დასახლებულ ტერიტორიებზე რეკრეაციული სივრცეების განვითარება. ამ მიმართულებით ვარკეთილი 3-ის ტერიტორიაზე  კიდევ არაერთი პროექტი განხორციელება.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა რევაზ სოხაძესთან ერთად შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ვახტანგ ნოზაძემ, მისმა მოადგილემ ვახტანგ ტალახაძემ, სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სარდიონ ბურდულაძემ, გამგეობის თანამშრომლებმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თბილისის ფილიალის მოხალისეებმა და ბენეფიციარემა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები