საქართველოს რკინიგზამ მდინარე რიონის კალაპოტის შეცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები დაასრულა

საქართველოს რკინიგზამ მდინარე რიონის კალაპოტის შეცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ “კვირას” საქართველოს რგინიზგიდან აცნობეს.

“წლების განმავლობაში, რიონის შეცვლილი კალაპოტი ქუთაისი-ბათუმის გზაგამყოფზე მდებარე სარკინიგზო ხიდის ბურჯებს აზიანებდა და ქუთაისის მიმართულების სარკინიგზო გზის მიწის ვაკისის ეტაპობრვ ჩამოშლას იწვევდა.  2017 წლის დეკემბერში საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, ინტენსიური სამუშაოები დაიწყო. მძლავრი ტექნიკისა და სპეციალისტების დახმარებით, რიონის კალაპოტი შეიცვალა და მოეწყო დამცავი კედელი. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, არსებულ მონაკვეთზე მოძრაობა შეუფერხებელი იქნება”,- აცხადებენ რკინიგზაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები