საქართველოში წარმოებული მზის წყალგამაცხელებლებით Deutsche Welle დაინტერესდა

საქართველოში წარმოებული მზის წყალგამაცხელებლებით გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებელი Deutsche Welle (დოიჩე ველე) დაინტერესდა.
“დოიჩე ველე” 5-8 მაისს ე.წ. მწვანე სოფელზე – სოფ. ივანდიდზე გადაცემის მოსამზადებლად ხონის მუნციპალიტეტს ეწვევა. ხონის მუნციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების მიერ განხორციელებული პროექტებით ა(ა)იპ „მწვანე რეგიონებთან“ და ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის -WECF –თან თანამშრომლობით 150 -მდე მეტი მზის წყალგამაცხელებელია დამონტაჟებული (მათ შორის ივანდიდში -100 მდე), რომელთა საშუალებითაც, წლიურად საშუალოდ, 300 მ 3 შეშა და შესაბამისი ტყის ფართობი იზოგება. მზის წყალგამაცხელებლები დამზადებულია ადგილზე, გერმანული ტექნოლოგიის გამოყენებით ქართველი სპეციალისტების მიერ, რომელთა ბაზაზე 2016 წელს ენერგოკოოპერატივი “ჩართე-მზე” დაფუძნდა. სოფელ ივანდიდში მდებარე მცირე საწარმო (ენრგოკოოპერატივი) ადგილობრივი ოსტატებით არის დაკომპლექტებული და დღეისათვის თავის საქმიანობას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ანხორციელებს. საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების დიდი პოტენციალია. განახლებადი ენერგიების გამოყენება ხელს უწყობს ხე-ტყის ჩეხვის, აგრეთვე გარემოში CO2-ის ემისიის შემცირებას და შესაბამისად კლიმატის ცვლილებების შერბილების პროცესს.

®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები