კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედია წიგნიერების პროექტს იწყებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედია წიგნიერების პროექტს იწყებს.
„მედია წიგნიერების ხელშეწყობისა და განვითარების თემაზე, კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური 3 მაისს “ქორთიარდ მარიოტში” ბრიფინგს გამართავს, რომლის დასრულების შემდეგ, ამერიკელი მედია ექსპერტი Long Island University-ის პროფესორი მიჩ სემელი ქართველი ჟურნალისტებისთვის 2 დღიან მასტერ კლასს დაიწყებს.
მიჩ სემელი წლების მანძილზე ისეთ გავლენიან მედია საშუალებებს ხელმძღვანელობდა, როგორიც არის CNN-ი, CBS და Public Broadcasting Service და ა შ. ამერიკელი ექსპერტი საქართველოში კომისიის მოწვევით ჩამოვიდა, რომელიც მასტერ კლასს მედიის წარმომადგენლებისთვის 3 და 4 მაისს ჩაატარებს“, – აცხადებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები