ბორჯომში, სოფელ საკირეში ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში, სოფელ საკირეში ხანძარი ლიკვიდირებულია. შეგახსენებთ, სოფელ საკირეში, ტყეში, ხანძარი 30 აპრილს, საღამოს გაჩნდა. ხანძრის კერა რთულ რელიეფზე იყო და, მისი ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობდა. ცეცხლი ხმელი ხის ტოტებსა და ბალახს მოედო. სოფელ საკირეში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, თბილისიდან ჩასული მეხანძრე-მაშველებიც იყვნენ ჩართულნი. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შს სამინისტრომ სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები