ანა მიქელაძე: ვანისა და ხონის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში, 17:00 საათის მონაცემებით, 3 საჩივარი დაიწერა

“ვანისა და ხონის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში, 17:00 საათის მონაცემებით, შესულია 3 საჩივარი. საჩივრები, კანონის შესაბამისად, დადგენილ ვადებში განიხილება”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვანში, მე-13 საარჩევნო უბანზე და ხონში, მე-11 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს ბიულეტენი გადასცეს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რეგისტრატორების მიერ დაიწერა ახსნა-განმარტებები. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 3 საჩივარი. საჩივრები, კანონის შესაბამისად, დადგენილ ვადებში განიხილება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები