6 წელში საქართველოს სამთო კურორტებზე ტურისტების რაოდენობა 491%-ით გაიზარდა

გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთის სამთო კურორტებსა და კურორტ გოდერძიზე ბოლო წლებში საქართველოში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. 2011/2012 – 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) ტურისტების რაოდენობა 491%-ით გაიზარდა.
ეს შესაძლებელი გახდა ავსტრიული კომპანიის „სკიდატას“ მიერ უკონტაქტო გამშვები პუნქტების დამონტაჟების შედეგად, რომლებიც ვიზიტორების რაოდენობის ზუსტად დათვლის საშუალებას იძლევა. აღნიშნული სისტემა საქართველოს ოთხივე სამთო – სათხილამურო კურორტზე ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები