ზესტაფონში, წყალგაყვანილობის პრობლემებზე, უახლესი ტექნიკა იმუშავებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უახლესი სპეციალური ტექნიკა ზესტაფონშია და წყალგაყვანილობის სისტემისა და საკანალიზაციო კოლექტორების გაწმენდაზე იმუშავებს. მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე და მერის პირველი მოადგილე, დავით ჩირგაძე, პომპანიის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესში შეხვდნენ და ქალაქის წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემური მონაკვეთები გააცნეს. გაუმართავი სისტემის გამო, რამდენიმე ადგილზე, წვიმის დროს, მუდმივად დგება წყალი, რაც პრობლემას უქმნის სამანქანო გადაადგილებას, ქვეითად მოსიარულეებსა და მაღაზიის მეპატრონეებს.

„ზესტაფონს ეს პრობლემა დიდი ხანია აქვს და მისი გადაჭრა უმნიშვნელოვანესი ამბავია“, –ამბობს კახაბერ მახათაძე.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლის, ბაკურ ჩხენკელის თქმით, უახლესი ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები ზესტაფონში პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე დარჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები