„არემჯი“ დაბა კაზრეთში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციას ახორციელებს

დღეს „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ, დაბა კაზრეთში, კომპანიის მიერ გარემონტებული სკვერი მოინახულა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი თავშეყრის ადგილია.

სკვერის რეაბილიტაცია, ადგილზე ძველი კედლის დემონტაჟს და ახლის აშენებას, ტუფის და ბაზალტის ფილებით მის მოპირკეთებას, დასასვენებელი სკამების, მაგიდების, სანაგვე ურნების და განათების მონტაჟს ითვალისწინებდა. ადგილზე მოეწყო სასმელი წლის შადრევანი.
„სკვერის რეაბილიტაცია „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. მშვენიერი დასასვენებელი ადგილი გამოვიდა, რომელსაც ჩვენც სიამოვნებით ვეწვევით ხოლმე. ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს კარგ პირობებს და კომპანია მზად არის, მათ მაქსიმალურად კარგი დასასვენებელი გარემო შეუქმნას.“ – განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.
წარმოების დირექტორთან ერთად, ჯონი შუბითიძემ კაზრეთში, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის და მასთან არსებული სკვერის მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა. სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდება, სკვერის სრულად განახლებას ითვალისწინებს. ადგილზე მოეწყობა სასეირნო ბილიკები, მოედნები, განახლდება სამამულო ომში დაღუპულ გმირთა სტელაჟი.
დაბა კაზრეთში, ორი რეკრეაციული ზონის რეაბილიტაციის პროექტში, კომპანია 100 000 ლარს დახარჯავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები