აგროდაზღვევა უკვე „თი-ბი-სი“ დაზღვევაში

„თი-ბი-სი“ დაზღვევა უერთდება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას და ფერმერებს მარცვლოვანი, პარკოსანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების, აგრეთვე ხეხილის, წითელი და თეთრი ვაზის დაზღვევას შესთავაზებს.

აგროდაზღვევის შეძენა ფერმერებს „თი-ბი-სი“ ბანკის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონალურ ფილიალებში შეეძლებათ.

თანადაფინანსება დაზღვევის ფარგლებში შემდეგია:  ვაზის დაზღვევის თანადაფინანსება 50%; ყველა სხვა კულტურის 70%.

დაზღვეული მოსავალი დაცული იქნება ისეთი რისკებისგან, როგორებიც არის: სეტყვა, ქარიშხალი, ჭარბი ნალექი და საშემოდგომო ყინვა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ანხორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და მათთვის არსებული და შესაძლო რისკების შემცირებას.

„თი-ბი-სი“ დაზღვევა ფერმერებს მათთვის მორგებულ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები