ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“გზების დეპარტამენტის, შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

შეგახსნებეთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ხიდის დაზიანების გამო, 2017 წლის 6 ივლისიდან მოძრაობა აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. მოძრაობა ხორციელდებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის და ადგილობრივი მნიშვნელობის კირცხი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზების გავლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები